ინფორმაცია საბერძნეთში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ
ატიკის რეგიონში არსებული ხანძრის კერებთან დაკავშირებით საბერძნეთში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.
“ძვირფასო თანამემამულეებო!
ატიკის რეგიონში არსებული ხანძრის კერებთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:
საელჩოს ბოლო ორი დღის განმავლობაში მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან.
მიღებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ხანძრების არეალში არ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები.
ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი ( +306952220000), რომელზედაც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.
საელჩოს ცხელი ხაზი განთავსებულია როგორც საელჩოს, ისე საკონსულოს ვებგვერდებზე.
ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში ევაკუაციის მოთხოვნებს.
საელჩო თავის მხრივ საჭიროებისამებრ მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას!
❗️❗️❗️ შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.
❗️❗️❗️ აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.