ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“ კანადასა და საბერძნეთში გამოიცემა

მწერალთა სახლის მთარგმნელობითი პროექტის ფარგლებში, ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“ კანადასა (გამომცემლობა Bookland Press Inc, მთარგმნელი თამარ ჯაფარიძე) და საბერძნეთში (გამომცემლობა Vakxikon Publications, მთარგმნელი ვერიკო მგელაძე) გამოიცემა.

ქმარდაკარგული მილა მომავალს გენას გარეშე დაგეგმავს. მათი ქალიშვილი ზემა სისტემის ნაწილი ხდება და გადაწყვეტს, რომ შურისძიებაა ერთადერთი, რასაც უნდა ემსახუროს. ლაზარე კი – ოჯახის უმცროსი წევრი, რომელსაც მემარცხენე იდეების გატარება ცხოვრების წესად უქცევია, ერთხელაც თავისი პრინციპების დათმობის წინაშე დგება.

ივა ფეზუაშვილის ახალ რომანში ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ აძლევენ…

წიგნისთვის ავტორს 2020 წელს წინანდლის პრემია გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები