ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გალაკტიონ ტაბიძის კიდევ ერთი უცნობი ფოტო მიიღო საჩუქრად

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გალაკტიონ ტაბიძის კიდევ ერთი უცნობი ფოტო, გულშემატკივრებით გარემოცული პოეტი, მიიღო საჩუქრად ამერიკიდან.

ეროვნულ ბიბლიოთეკას ფოტო მზია კიკაჩეიშვილის(ფოტოზე დგას მარცხნივ) შვილიშვილმა გამოუგზავნა საჩუქრად, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს.

“გამარჯობა, ბებიაჩემი იყო მზია კიკაჩეიშვილი (მარცხნივ რომ დგას ნაზად) 🥰 მან ოქროს მედალზე დაამთავრა საჯარო სკოლა, შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტი (სტომატოლოგიური განხრით) წითელ დიპლომზე ❣️ძალიან უყვარდა პოეზია და განსაკუთრებით გალაკტიონის ლექსები და მასთან შეხვედრა და ფოტოს გადაღება მისთვის დიდი ბედნიერება იყო… მე მისი პირველი გოგო შვილიშვილი ვიყავი და მეუბნებოდა სანამ არ გახდები სრულწლოვანი და არ გეცოდინება ამ ფოტოს ფასი, არ გაჩუქებო. მისი სიყვარულით და უდიდესი პატივისცემით დავამთავრე სტომატოლოგიური განხრით სამედიცინო და უკვე დიდი ხანია რაც ვცხოვრობ ნიუ-იორკში და აქ რომ მოვდიოდი, პირველი რაც თან წამოვიღე ეს ფოტოა და უკვე 14 წელია თან მაქვს”, – წერს წერილში ფოტო მზია კიკაჩეიშვილის თამარ შავლაყაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები