პროგრამაში „რეჟისორთა ორკვირეული“ ფილმის – „შაშვი შაშვი მაყვალი“ მსოფლიო პრემიერა შედგება

კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (Marche du Film) საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მეთექვსმეტედ წარადგინა საქართველოს პავილიონი, სადაც კინოცენტრის გუნდი ინდუსტრიული კუთხით მუშაობს.

პროგრამაში „რეჟისორთა ორკვირეული“ შედგება ელენე ნავერიანის ფილმის – „შაშვი შაშვი მაყვალი“ მსოფლიო პრემიერა. ფილმი თამთა მელაშვილის იმავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები: თემიკო ჭიჭინაძე და ეკა ჩავლეიშვილი.

„რეჟისორთა ორკვირეული“ კანის კინოფესტივალის დამოუკიდებელი სელექციაა, რომელიც 1969 წელს ფრანგ რეჟისორთა გილდიის მიერ დაარსდა. პროგრამაში ქართული ფილმის შერჩევა უდიდესი წარმატებაა ქართული კინემატოგრაფიისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები