კონსერვატორიას ახალგაზრდა იტალიელი კომპოზიტორი ენრიკო სკაკალია ეწვევა
17 – 19 მაისს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ახალგაზრდა იტალიელი კომპოზიტორი ენრიკო სკაკალია ეწვევა.
იგი კომპოზიციის მიმართულების სტუდენტებს და პედაგოგებს შეხვდება, გამართავს მასტერკლასებს და კონცერტს.
კონცერტი გაიმართება კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში 19 მაისს 15:00 საათზე.
შესრულდება ენრიკო სკაკალიას ნაწარმოები კლარნეტისათვის. შეასრულებს ბაკ. II კურსის სტუდენტი ბეჟან დემეტრაშვილი – ასისტენტ პროფესორ დიმიტრი ბოკოლიშვილის კლასი.