გიორგი შალამბერიძე სწავლას ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სრული დაფინანსებით აგრძელებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი შალამბერიძე სწავლას ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ( აშშ, ვაშინგტონი) სამართლის სკოლაში სრული დაფინანსებით აგრძელებს.
500-ზე მეტ თანაკურსელთა შორის მას ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიპენდია დაუნიშნეს.
ჯორჯთაუნის გარდა, გიორგი პენსილვანიის, ჩიკაგოს, ბერკლის, ემორის, ტეხასის, ვირჯინიის, ნორთვესტერნის უნივერსიტეტებში და UCLA Office of Equity, Diversity and Inclusion-შიც მიიღეს, მაგრამ საბოლოო არჩევანი, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტზე შეაჩერა.