ლაშა ტალახაძე ევროპის 7-გზის ჩემპიონია

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ქართველმა მძიმეწონოსანმა ატაცში 222 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

აკვრაში ლაშამ 252 კილოგრამი დააფიქსირა და ამ დისციპლინაშიც ოქროს მედალი მოიპოვა.

ორჭიდის ჯამში ლაშამ 474 კილოგრამი დააფიქსირა და კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე  მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით  ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ.) იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში  168 / 173 კილოგრამის ძლევით ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

ჩხეიძემ აკვრაში თავი 207 / 214/  კგ,. დაძლია და ოქროს მედლით ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში მოგროვილი 387 კილოგრამით კი ვერცხლს დაეუფლა.

ასევე, ქართველი ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.

ანასტასიამ ატაცში 117 კილოგრამი დააფიქსირა და ამ დისციპლინაში ჩემპიონი გახდა.

აკვრაში გოტფრიდმა 135 კილოგრამი დაძლია და ვერცხლს დაეუფლა.

ორჭიდის ჯამში ანასტასია გოტფრიდმა 252 კილოგრამი დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები