აზერბაიჯანში, კახის რაიონში 120 წლის შემდეგ, ქართული წირვა აღევლინა
პირველად, ბოლო 120 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს ახლად ამოქმედებულ წმინდა სამების ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა.
ტაძარი საუკუნეზე მეტი უმოქმედო იყო. ადგილობრივი ქართველი მართლმადიდებელი მოსახლეობა მოითხოვდა რეგულარული წირვა-ლოცვის განახლებას, რასაც მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ.
წმინდა სამების ეკლესიის ამოქმედებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს საელჩოსა და განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამშრომლები, ასევე კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მუსა შექელიევი.