საქართველო აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აზერბაიჯანში ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. „AITF 2023”-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად იყო წარდგენილი.

ბაქოში გამართული გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს.

„AITF 2023”-ზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან, ინფლუენსერებთან და ბლოგერებთან.

ბაქოს ტურისტულ გამოფენაზე ევროკავშირისა და აზიის ქვეყნები, საერთაშორისო ტუროპერატორები და ავიაკომპანიები იყო წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები