საქართველოს ოსლოს უნივერსიტეტის საერთაშორისო სასწავლო პროგრამის სტუდენტების ჯგუფი სტუმრობს
ამა წლის თებერვლიდან, საქართველოს ოსლოს უნივერსიტეტის საერთაშორისო სასწავლო პროგრამის სტუდენტების ჯგუფი სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ ოსლოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტთა მოგზაურობა ყოველწლიური ტრადიციაა, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაეცნონ მათ მიერ არჩეული ქვეყნების პოლიტიკას, ისტორიას და კულტურას. წელს, სტუდენტებმა არჩევანი საქართველოზე შეაჩერეს.
ნორვეგიელმა სტუდენტებმა ანალიტიკურ ცენტრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის რონდელის ფონდთან, გამართეს შეხვედრები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, 80-ზე მეტი სტუდენტისთვის საინტერესო შეხვედრა გაიმართა.