ინფორმაცია მთარგმნელებისთვის
მწერალთა სახლის ინფორმაციით, მიუნხენის ლიტერატურულ სახლში, 2023 წლის 23-იდან 29 ოქტომბრამდე „ViceVersa: 3.“ გერმანულ-ქართული მთარგმნელობითი სახელოსნო ჩატარდება.
სახელოსნოს მხარდამჭერია Toledo-ს გერმანული მთარგმნელობითი ფონდის პროგრამა, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, მწერალთა სახლი და შვეიცარიული კულტურის ფონდი, Pro Helvetia.
მონაწილეობის მსურველთათვის განცხადებების შეტანის ბოლო ვადაა: 2023 წლის 20 ივნისი.