ათენში კონცერტი – „კერკირული და ქართული ხელოვნების დიალოგი ათენში“ გაიმართება

11 მარტს, 17:30 საათზე, ბერძნულ-ქართული ერთობლივი საზეიმო კონცერტი – „კერკირული და ქართული ხელოვნების დიალოგი ათენში“ გაიმართება.

კონცერტი მონაწილეობენ: სინიელთა (კ.კერკირა) კულტურულ-საგანამანთლებლო ასოციაციის ანსამბლი, და ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“ ქართული ხალხური ცეკვებისა და მუსიკალური სტუდიების აღსაზრდელები.

კონცერტის შემოსავლის ნაწილი გადაეცემა სირიასა და თურქეთში საშინელი მიწისძვრისგან დაზარალებულთა დახმარების ფონდს.

კონცერტი ჩატარდება CIOFF-ის (UNESCO-ს ოფიციალური პარტნიორი) საბერძნეთის განყოფილების და საბერძნეთის ხელოვნების, ლიტერატურისა & მეცნიერების UNESCO-ს ასოციაციისპატრონაჟით.

„საგულისხმოა, რომ ჩვენი და კერკირელთა ერთობლივი ღონისძიება არის რიგით მეშვიდე: ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“, საქართველოს საელჩოს მონაწილეობით, სამჯერ ჰქონდა პატივი, კ. კერკირაზე ჩაეტარებინა კულტურულ-ეკონომიკური ფორუმი, ხოლო კერკირელები – ასევე, უკვე მეოთხედ ჩამოდიან სტუმრად ათენში. გვეამაყება, რომ მეგობრობა-თანამშრომლობა ჩვენს ორგანიზაციებს შორის უკვე 12 წელს ითვლის”, – ნათქვამია ათენის ქართველები კავკასიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები