ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებაში 2022 წელს აღდგენილია 4807 წიგნი, ჟურნალი და გაზეთი

ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებაში 2022 წელს აღდგენილია 4807 ერთეული (წიგნი, ჟურნალი, გაზეთი); რესტავრაცია ჩაუტარდა 31 702 ფურცელს (წიგნი, ჟურნალი, გაზეთი) და 42 ერთეულ უნიკალურ რუკას; დამზადდა 10 061 ერთეული ყუთი ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდისა და იშვიათი გამოცემებისთვის; ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდა ამისა, რამდენიმე წელი მიმდინარეობდა და 2022-ში დასრულდა ილია ჭავჭავაძის პირადი კოლექციისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სრული კოლექციის  რესტავრაცია. ამ უკანასკნელი კოლექციის ყველა ერთეული  სპეციალურ, მაღალი ხარისხის ყუთში დაბინავდა;

დაწყებულია პრესის მუზეუმის გამოცემების რესტავრაცია. ამ ეტაპზე დასრულებულია გაზეთ „ივერიის“ ყველა კომპლექტის აღდგენა და ყველა ერთეული ჩასმულია უნიკალურ ტყავის ყდაში. ასეთივე ყდებში აიკინძა პრესის მუზეუმში განთავსებული სხვადასხვა პერიოდული გამოცემის რამდენიმე ათეული კომპლექტიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები