ბაკურიანი ფრისტაილის სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

2023 წელს, 16 თებერვლიდან – 5 მარტამდე, ბაკურიანი ფრისტაილის სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.

უკვე 5 წელია, რაც ამ ისტორიული დღისთვის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან ერთად საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ემზადება.

„ბაკურიანში, წინა სეზონების განმავლობაში რამდენიმე წარმატებული სატესტო ღონისძიებაც ჩატარდა, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ მზად ვართ ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 50 დღეში ბაკურიანში გაიმართება”, – ნათქვამია საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები