ათენში ქართულ-ბერძნული თეატრალური, კულტურული ორგანიზაცია ’’დიონისეს’’ საშობაო კონცერტი გაიმართა
18 დეკემბერს ათენში, მოსხატოს კულტურის ცენტრში, ქართულ-ბერძნული თეატრალური, კულტურული ორგანიზაცია ’’დიონისეს’’ საშობაო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში თეატრალური დასის აღსაზრდელებმა და ანსამბლმა ‘’ივერიელები’’ წარმოადგინეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ნაწყვეტები სპექტაკლებიდან და მიუზიკლებიდან.
ღონისძიების დასასრულს სტუმრებს ’’დიონისეს’’ ხელმძღვანელმა თამარ სამხარაძემ მიმართა. საზოგადოებას მიესალმა საელჩოს უფროსი მრჩეველი დეა მუმლაძე. მან მადლობა გადაუხადა აღსაზრდელებს და პედაგოგებს წლის განმავლობაში განხორციელებული არაერთი კულტურულ-შემოქმედებითი პროექტისთვის. გამოითქვა იმედი, რომ საელჩოს ჩართულობა დიასპორული ორგანიზაციების აქტივობებში მომავალ წელსაც ტრადიციულად მაღალი იქნება.