სოფიო ხუციშვილი მეცხრე საერთაშორისო კონკურსის “Towards Polyphony” გამარჯვებულია

16 -იდან 18 დეკემბრის ჩათვლით, პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, კაროლ ლიპინსკის სახელობის მუსიკის აკადემიაში საგუნდო დირიჟორობის მეცხრე საერთაშორისო კონკურსი “Towards Polyphony” გაიმართა.

პირველი ტურისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (პოლონეთი, საქართველო, ლატვია, ლიტვა, ჩეხეთი, საფრანგეთი, კანადა, ჰონკონგი) 16 მონაწილე შეირჩა.

კონკურსის სამივე ტური ორ ეტაპს მოიცავდა და სრულდებოდა სხვადასხვა ეპოქის ნაწარმოებები. პოლონური  რომანტიზმის,  პოლონური და იტალიური ბაროკოს ეპოქის, პოლონური თანამედროვე მუსიკის ნიმუშები,  მეოცე საუკუნის ფრანგული და ამერიკული მუსიკა.

ყველა ეტაპი წარმატებით დაძლია და პირველ ადგილი დაიკავა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულმა სოფიო ხუციშვილმა.

ასევე, მან მიიღო სპეციალური ჯილდო ავსტრიის საკონსულოსგან, ძველი მუსიკის საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის.

კონკურსში მონაწილეობდა პოლონეთის ხუთი სხვადასხვა წამყვანი საგუნდო კოლექტივი: Paderewski Chamber Choir, Senza Rigore Chamber Choir, Vocal Ensemble Rondo, Chor Feichtinum და ფინალში მონაწილეობდა პოლონეთის ეროვნული მუსიკალური ფორუმის პროფესიული გუნდი NFM Choir.

სოფო ხუციშვილი სწავლობდა ე. მიქელაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო  სასწავლებელში (პროფესორ ლ. ჭონიშვილოს კლასი). კონსერვატორიის საბაკალავრო პროგრამის  დასრულების შემდეგ (2019 წ. ასოც. პროფ. მ ედიშერაშვილის კლასი) ERASMUS + ის პროგრამით სწავლობდა ავსტრიაში, ქ. ვენაში.

2020 წელს იქვე ჩააბარა მისაღები გამოცდები სადირიჟორო ფაკულტეტზე და ამავე წლიდან  ვენის მუსიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია საგუნდო დირიჟორობაში ალოის გლასნერის კლასში.  პარალელურად 2022 წლიდან სწავლობს საორკესტრო დირიჟორობას შონ ედვარდსის კლასში.

2021 წლიდან სოფიო საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტიპენდიატია.

ვენაში მუშაობს როგორც ასისტენტ დირიჟორი ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილარმონიაში, ასევე ხელმძღვანელობს  საეკლესიო გუნდს და 2022 წლიდან  ვენის კაპელა ალბერტინას სამხატვრო ხელმძღვანელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები