ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგები განაახლა
FIE (ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია)-მ 2022 წელს ბოლოჯერ განაახლა რეიტინგები. ორლეანსა და ვანკუვერში მოასპარეზე სამივე ქართველმა მოფარიკავემ საკუთარი ქულათა მარაგი გაზარდა.
სანდრო ბაზაძემ გრან-პრიზე ფინალი, რეიტინგის ლიდერთან დათმო და შესაბამისად მეორე ადგილი შეინარჩუნა, თუმცა მომდევნო სპორტსმენებთან ქულათა სხვაობა გაზარდა.
ლიკა ჯიჯეიშვილმა, გრან-პრიზე 16 საუკეთესოთა შორის მოხვედრით, სერიოზული პროგრესი განიცადა და რეიტინგში 38 საფეხურით წინ, 53-ე ადგილზე გადაინაცვლა.
არინა კორნეევამ მსოფლიო თასის ძირითად ბადეში მოხვედრით 14 პოზიციით დაწინაურდა და 111-ე ადგილზეა.