3 დეკემბერს ქართული კულტურის ცენტრის „DANCING CRANE“ ახალი ოფისის პრეზენტაცია გამართა

ქართული კულტურის ცენტრმა „DANCING CRANE“-მა ოფისი შეიცვალა და 3 დეკემბერს, გრანდიოზული პრეზენტაცია გამართა,  რომელსაც როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის ოფიციალური პირები, ცნობილი ქართველი ემიგრანტები, ჟურნალისტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ქართველმა ემიგრანტმა, მხატვარმა ლელა ქართველმა გაავრცელა:

„წელს ცენტრმა ოფისი შეიცვალა და 3 დეკემბერს, გრანდიოზული პრეზენტაცია გამართა,  რომელსაც ესწრებოდა, როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის ოფიციალური პირები, ცნობილი ქართველი ემიგრანტები, ჟურნალისტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

ვულოცავთ  ამ მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას ცენტრის ხელმძღვანელებს, პერსონალს და ბავშვებს. ჩვენ კი წარმატებებს ვუსურვებთ და დიდ მადლობას ვუხდით ქართული კულტურის ცენტრს და მის დამაარსებლებს ბ-ნ ვიქტორ  და  ქ-ნ ლიკა სირელსონებს ამერიკაში ამ შესანიშნავი ქართული საქმის  აღორძინებისთვის, ყველაზე მეტად ქართული სულის შენარჩუნებაზე ზრუნავენ აქ“,- წერს ლელა ქართველი.

26 წლის წინ, ბატონმა ვიქტორ სირელსონმა და მისმა ქართველმა მეუღლემ ქალბატონმა ლიკა სირელსონმა-ბახტურიძემ ამერიკაში ქართული კულტურის ცენტრი DANCING CRANE-ი დააარსა, რომელიც აქტიურად ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას. აქ ქართველ ემიგრანტ ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობის კარგი შესაძლებლობა  ეძლევათ, სწავლობენ ქართულ ენას, მუსიკას, ქართულ ცეკვას, ხატვას, ეუფლებიან თეატრისა და ბალეტის ხელოვნებას; მოქმედებს ფილმების სტუდია, არის ქართული ბიბლიოთეკაც, სადაც 2500-ზე მეტი წიგნია განთავსებული. საკვირაო სკოლის გარდა ცენტრი აერთიანებს ნიუ-იორკის ქართულ თეატრს, ვაჟთა ვოკალურ ჯგუფს, ქალთა ტრიოს და ა. შ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები