ინფორმაცია ვალენსიის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, 2022 წლის 19 ნოემბერს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში ვალენსიის რეგიონის, ქ. ვალენსიაში მოქალაქეთა საკონსულო მიღება იგეგმება.

საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო მომსახურებას ადგილზე გაუწევენ.

„გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე და შეავსოთ განაცხადი თქვენთვის სასურველი საკონსულო მომსახურების შესახებ: https://forms.gle/Adk5FeQbw15KGA5PA

საკონსულო მიღების საათები: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე

მდებარეობა: სასტუმრო Hotel Medium Valencia – ს საკონფერენციო დარბაზი (-1 სართული, Sala C), მისამართი: Av. d’Amado Granell Mesado, 48, 46013 València, Valencia.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ტელ: +938363307  (15:00 საათიდან 17:00 საათამდე, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით) ელფოსტა: Barcelona.con@mfa.gov.ge“, – ნათქვამია ესპანეთში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები