ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის წარმომადგენლებს მასპინძლობს

ისრაელის წამყვანი ტელეკომპანია I24 საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემებსა და სიუჟეტებს ამზადებს.  ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება.

პრესტურის ფარგლებში არხის I24-ის ჟურნალისტები თბილისს, მცხეთას, ყვარელს, სიღნაღს და ბოდბესა ეწვევიან.  ისრაელის მედიის წარმომადგენლებმა გადაიღეს ეროვნული მუზეუმი და  დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი.

პრესტურის ფარგლებში ერთ საათიანი გადაცემა მომზადდება  საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და სამზარეულოს შესახებ სატელევიზიო პროგრამაში „“The Holy Land Uncovered TV Special“.  ისრაელის ტელევიზია 30 -წუთიან ეპიზოდებს, 5-7 -წუთიან რეპორტაჟებსა და 30 -წამიან ვიდეო რგოლს ამზადებს.

I24  მთელ  მსოფლიოში მაუწყებლობს სატელიტური და საკაბელო პლატფორმების საშუალებით, ასევე სოციალურ მედიაში (Facebook, Twitter, Instagram, Youtube).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები