ქედა-შუახევს ახალი საპიკნიკე ინფრასტრუქტურა შეემატა

მთიან აჭარას საპიკნიკე ზონები შეემატა. ავთენტიკური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკეები ნაკონაღვარის მთაზე და კვესაური – ძველიმთის მიმდებარედ ხარისაწოლზე მოეწყო,  რაც მოგზაურებს საშუალებას აძლევს ღია სივრცეში, ავთენტიკურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ. საპიკნიკე ინფრასტრუქტურა საკოცონე სივრცეებს, ფანჩატურებს, საქანელებიან მოსასვენებელ სივრცეებსა და ფოტოსტენდებს მოიცავს.

მსგავსი საპიკნიკე ზონები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ 2020-2021 წლებში, ჩირუხის მთაზე, ჯვარიმინდროზე, სოფელ კაპნისთავსა და შუამთაზე მოაწყო. ჯვარიმინდორზე საპიკნიკე ზონასთან ერთად ტურისტული თავშესაფრები გაკეთდა, სადაც მოლაშქრეებს ღამის თევა და ულამაზეს გარემოში დროის გატარება შეუძლიათ.  გარდა საპიკნიკე ინფრასტრუქტურისა,  წელს სააგენტო ხიხანის ციხეზე ასავლელი ბილიკის პროექტსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებასა და პოპულარიზაციის კუთხით აგრძელებს მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები