“Mystery Box”-ის ვიდეოგრაფების ჯგუფი საქართველოს შესახებ ვიდეო რგოლს გადაიღებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ახალი ვიდეო რგოლი მზადდება. ახალი ტურისტული ვიდეო რგოლის გადასაღებად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ქალაქ სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანაორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოპულარულ გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს.
“Mystery Box”-ის მაღალრეიტინგული ვიდეოგრაფების ჯგუფი Jacob + Katie Schwarz საქართველოს შესახებ ვიდეო რგოლს 8K ხარისხის ფორმატში გადაიღებს. ვიდეო რგოლი YouTube გვერდზე https://www.youtube.com/c/JacobKatieSchwarz აიტვირთება. YouTube გვერდზე გამომწერების რაოდენობა 726 ათასს შეადგენს, ხოლო ვიდეოების საერთო დათვალიერების რაოდენობა ჯამში 385 მილიონამდეა.