ნანა ექვთიმიშვილის „მსხლების მინდორი“ იტალიურ ენაზე გამოიცა

მწერალთა სახლის ხელშეწყობით იტალიურ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა Voland-ის მიერ გამოიცა ნანა ექვთიმიშვილის „მსხლების მინდორი“.

მთარგმნელი – რუსკა ჟორჟოლიანი

მსხლების მინდორი“ ნანა ექვთიმიშვილის  რომანია, რომელიც პირველად 2015 წელს გამოიცა, 2021 წელს კი რომანმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: მოხვდა ბუკერის გრძელ სიაში და იბიარდის მოკლე სიაში. რომანი თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ და პორტუგალიურ ენებზე.

წიგნის შესახებ: „ამ ზამთარს აქ აღარ გავჩერდები“, ფიქრობს ლელა და რკინის კიბეზე მომდგარ მზეს ეფიცხება. ვანოს რომ მოკლავს, თავის გამზადებულ ჩანთას აიღებს და წავა. შეიძლება ლოტკინზე ავიდეს, ძველ ინტერნატელებთან… იქ ციგნები არიან, ზოგს იცნობს, შეიძლება იმათთან გაჩერდეს ცოტა ხანს… შეიძლება იანა მოძებნოს მარჯანიშვილზე. ბოლოს და ბოლოს, ვაგზალზე გავა და მატარებელს გაჰყვება დასავლეთისკენ. ბათუმში ჩასვლაც შეიძლება…”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები