ლევან ოჩიგავა ევროპის ჩემპიონია – ძალოსანმა 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა

პოლონეთში მიმდინარე  17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე  ლევან ოჩიგავამ  (73 კგ.) მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ყველა მითითება ბრწყინვალედ შეასრულა,  ატაცში 127/130/132 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა!

ძალოსანმა აკვრაში 152/157/159 კილოგრამის ძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 291 კილოგრამით კი კვლავ ოქროს მედალს დაეპატრონა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები