ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველივე დღეს 9 მედლის მოპოვება შეძლო
პოლონეთში მიმდინარე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველივე დღეს 9 მედლის მოპოვება შეძლო.
ქართულ გუნდს პირველი მედლები მარიამ მაისურაძემ მოუტანა. ძალოსანმა 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დებიუტანტმა დიმიტრი აბრალავამ კი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ძალოსნის ანგარიშზე 1 ბრინჯაოსა და 2 ოქროს მედალია.
დღის ბოლოს კი 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით კვარცხლბეკზე გიგა ოდიკაძე შედგა.
ჩემპიონის მედალი გადაეცა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ზურაბ ანთაურსაც.