ქართველმა ათლეტმა ბაგრატ ჟღენტმა გინესის რეკორდი დაამყარა
9 აგვისტოს, საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ფედერაციის ნაკრების წევრმა, მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენმა ბათუმელმა ბაგრატ ჟღენტმა გინესის რეკორდი დაამყარა უმძიმესი სახმელეთო ტრანსპორტის კბილებით გაწევაში. მან 16 ტონიანი ტრაილერი კბილებით გასწია და დღემდე არსებული რეკორდი ნახევარი ტონით გააუმჯობესა. წინა რეკორდი – 15 500 კგ, ეგვიპტელ აშრაფ სულეიმანს ეკუთვნოდა.
გინესის ახალ რეკორდსმენს შესაბამისი სერტიფიკატი ბაგრატ ჟღენტს საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა გადასცა.