აღმოაჩინე ტრადიციული რაჭული კერძების ახალი გემოები – ამბროლაური “გემო ფესტს“ უმასპინძლებს
გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი – “გემო ფესტი“ დაიწყო. იმოგზაურე რაჭაში და აღმოაჩინე ტრადიციული რაჭული კერძების ახალი გემოები!.
26-27 აგვისტოს პირველ ფესტივალს ამბროლაური უმასპინძლებს. ფესტივალზე რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამზარეულოები იქნება წარმოდგენილი.
პროექტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, გასტრონომიული მიმართულებით ახალი სერვისების შექმნა და განვითარება.
„ფესტივალზე, ამბროლაურის ცენტრალურ პარკში, გელოდებათ: კვების დახლუკები, სამეწარმეო ბაზარუკები, ბოშუნების გასართობები, მუსიკალური და გასართობი სივრცუკები. ქვე ჩამოდით, ქვე ჭამეთ და ქვე გაერთეთ!“ – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.