სოფიაში ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერება ჯვრის მონასტრის ამსახველი ფოტოთი გაფორმდა
პროექტის “Art for Diplomacy”ფარგლებში და საქართველოს საელჩოს ჩართულობით, სოფიას ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერება გაფორმდა საქართველოს ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობის – ჯვრის მონასტრის ამსახველი ფოტოთი.
პროექტი აერთიანებს 11 ქვეყანას, რომლის მიზანია კულტურათაშორისი სიახლოვის პოპულარიზაცია და ამავე დროს, მათი განსხვავებების წარმოჩენა.