ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი დაბრუნდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დააბრუნა და ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა.

ცოტა ხნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტალინის მიმართულებით პანდემიის შემდეგ პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. ქუთაისიდან ესტონეთის დედაქალაქში 152 მგზავრი გაფრინდა.

ესტონეთის დედაქალაქში პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან 1 აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით ხოლო, პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან თავდაპირველად, კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები