ფორე მოსულიშვილის დაბადების 106-ე წლისთავთან დაკავშირებით, პატივი მიაგეს ქართველი ჯარისკაცის და მისი თანამებრძოლების ხსოვნას

მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული და იტალიის უმაღლესი სამხედრო ორდენით დაჯილდოებული ფორე მოსულიშვილის დაბადების 106-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩმა იტალიაში კონსტანტინე სურგულაძემ არონას მერთან, ფედერიკო მონტისთან და ლესას კომუნის მერთან, ლუკა ბონასთან ერთად, ძმათა სასაფლაოზე, პატივი მიაგო ქართველი ჯარისკაცის და მისი თანამებრძოლების ხსოვნას.

ღონისძიებაში, რომელიც იტალიაში საქართველოს საელჩოს და დიასპორული ორგანიზაცია „სამშობლო გულით სატარებლის“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს პიემონტის პარტიზანული ორგანიზაციების წევრებმა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები