ირლანდიაში მცხოვრებ მოზარდებს სერტიფიკატები გადაეცათ
კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილები ირლანდიაში მცხოვრები მოზარდებისთვის საზეიმოდ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ექსკურსიითა და დაჯილდოებით დასრულდა!
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში მოზარდებს ნესტან ბაგაურმა ისტორიული ფაქტები და საოცარი ხელნაწერის ისტორია მოუთხრო.
“ექსკურსიის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომლის ფარგლებშიც სერტიფიკატები გადაეცათ კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილების მოსწავლეებს: ნინო ჯიღაურს; ელენე ბენდელიანს; ნუცა ლობჟანიძეს; სალომე მინდაძეს; ევა ნაცარაშვილს; ნიკა ქებაძეს; ლიზა ქებაძეს; დაჩი კასრაძეს; სალომე სამქანაშვილს; ნია ჟორჟოლაძეს.
ფონდის პრეზიდენტის თიკა სვანიძე ვენკოს ინიციატივით საპატიო სიგელები გადაეცათ კალიგრაფებს დავით მაისურაძეს და ლეილა ბაღბაიას. ასევე, ნესტან ბაგაურს, რომელიც თითოეულ ონლაინ გაკვეთილს ისტორიული რაკურსებით ამრავალფეროვნებდა.
სიგელებით დაჯილდოვდნენ პედაგოგები და მშობლები, რომელთა აქტიურობის გარეშე შეუძლებელი იქნება პროექტის განხორციელება”, ნათქვამია “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული პროექტი დუბლინის საკვირაო სკოლა “ლამპარის” პედაგოგების ეკა ფეიქრიშვილისა და ქეთი ჯიღაურის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.