ცხელი ზაფხულის სეზონის მესამე თამაში ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა
ქუთაისში, „აია არენაზე“, ზაფხულის სერიების ბოლო მატჩში, ბორჯღალოსნებმა პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლეს.
ქართველი მორაგბეები მცირე უპირატესობას ფლობდნენ, რაც ანგარიშზეც აისახა და საბოლოო დ ანგარიში 23:14 ბორჯღალოსნების სასარგებლოდ დაფიქსირდა.
საქართველოს პორტუგალიასთან სულ 24 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 17-ჯერ გავიმარჯვეთ, სამჯერ ფრედ ვეთამაშეთ, ოთხჯერ კი პორტუგალიელებმა დაგვამარცხეს.