ჟენევაში გაიმართა მიღება, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს და გაეროსთან თანამშრომლობის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა
5 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა მიღება, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს და გაეროსთან თანამშრომლობის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი მხატვრების მამუკა კაპანაძის და კახა ნიჟარაძის მხატვრული ნამუშევრების გამოფენა, რამაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
საღამოს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი შვეიცარიაში ბატონი რევაზ ლომინაძე, დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, და სხვა სტუმრები.
ღონისძიების მასპინძელმა, ჟენევაში გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ბატონმა ალექსანდრე მაისურაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.