თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ბერძენი ფლეიტისტი სტათის კარაპანოსი ესტუმრა

დღეს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მასტერკლასი ჩაატარა ბერძენმა ფლეიტისტმა სტათის კარაპანოსმა.

სტათის კარაპანოსი გახლავთ პარიზის კონსერვატორიის მაგისტრი, რომელიც სოლისტის რანგში, აქტიურად ატარებს კონცერტებს ზუბინ მეთასთან, იუტაკა სადოსთან, კრისტოფ ეშენბახთან ერთად. იგი არის ლეონარდ ბერნსტაინის ჯილდოს მფლობელი.

კარაპანოსი გასულ წელს მოწვეული  იყო წინანდლის ფესტივალზე, ამჟამად  კი გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის 2 ივლისის კონცერტზე დაუკრავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები