თბილისში საბერძნეთის კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტის ფილიალი გაიხსნა

2022 წლის 8 ივნისს, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, თბილისში საბერძნეთის კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტის ფილიალი გაიხსნა.

აღნიშნულ ინსტიტუტს დღემდე თხუთმეტამდე წარმომადგენლობა აქვს საზღვარგარეთ, მაგრამ ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც ფილიალი ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოში დაარსდა.

საბერძნეთის კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტის ქართულ ფილიალს უხელმძღვანელებს პროფესორი ირინე დარჩია, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის  დირექტორის მოადგილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები