ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA- ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 მაისიდან, უზბეკური ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი ტაშკენტი – ბათუმი – ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ტაშკენტსა და ბათუმს შორის 1 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

მათი ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Uzbekistan Airways-ს აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა 16 მაისს მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები