ნიუ იორკში, დიანა ბაგრატიონის ფონდის ინიციატივით უკრაინელების დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართა

26 მარტს, ნიუ-იორკში, დიანა ბაგრატიონის ფონდის ინიციატივით საქველმოქმედო საღამო გაიმართა. შემოსული თანხა მთლიანად უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხა. “ორი ქვეყნის კულტურის ქომაგი” – დიანა ბაგრატიონი წლებია ამერიკაში ქართულ საქმეს ემსახურება და უამრავი საინტერესო წამოწყების ავტორია. მათ შორის, ის საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი და პრეზიდენტია, რომელიც უკვე 13 წლისაა და ამ დროის განმავლობაში მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

“ჩვენ ვიკრიბებით მამაცი უკრაინელი მებრძოლების მხარდასაჭერად, ამ უსამართლო ბრძოლაში”- ეს იყო საღამოს მთავარი დევიზი, სადაც ქართველი, უკრაინელი და ამერიკელი ხელოვანები მონაწილეობდნენ, მათ შორის ლუდმილა ფეზენკო, სერგეი პობედინსკი, ანდრეი სოლოდენკო, ვალერი ზმუდი,  ნინი შერმადინი, ირაკლი შარაძე, ირინას ცეკვის აკადემიის მოცეკვავეები, ნინი ჯაიანი და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები