საქართველოს საელჩო ათენის ქართულ დიასპორასთან ერთად განაგრძობს სოლიდარობის აქციას
საქართველოს საელჩო ათენის ქართულ დიასპორასთან ერთად განაგრძობს სოლიდარობის აქციას.
საქართველოს საელჩოს თანამშრომლების მიერ შეკრებილი თანხით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვილი ჰუმანიტარული დახმარება – პროდუქტები და პირადი მოხმარების ნივთები, უკრაინული დიასპორის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს და მის ხელმძღვანელს კატერინა კუჩინკას გადაეცა.
საქართველოს საელჩოს აქციას აკო შელიას და კახი სიბოშვილის ინიციატივით ამჯერად ათენის ახალგაზრდული ორგანიზაცია Georgian.gen – „ჯორჯიან ჯენ ათენში“ შეუერთდა.