პროექტი შემოქმედებითი ნაპერწკალის “დიდი იდეების კონკურსი 2022’’ იწყება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-4 წლის პროექტში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ცხადდება “დიდი იდეების კონკურსი 2022“ (Big Idea Challenge – 2022), რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს 35 წლის ასაკამდე, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნეს პროექტებად აქციონ. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდური პრინციპით (გუნდის შემთხვევაში, შესაძლებელია, გუნდში ირიცხებოდეს მაქსიმუმ 3 წევრი).
კონკურსი ტარდება სამ კატეგორიაში:
- ციფრული ტექნოლოგიები; 2. სოციალური გავლენა; 3. შემოქმედებითობა;
გამარჯვებულები, გამოვლინდებიან თითოეული კატეგორიის მიხედვით, საიდანაც:
– ჯამში 30 გუნდი მიიღებს საერთაშორისო მენტორობის პაკეტს, ხოლო 8 გამარჯვებული საერთაშორისო ბიზნეს მხარდაჭერას იდეის განვითარებისათვის და შესაძლებლობას მიიღოს ფულადი პრიზი 2000 £ (ფუნტ სტერლინგს).
– ასევე ცალკე კონკურსად განიხილება ე.წ. „ხალხის რჩეული“ რომელშიც ჩაერთვებიან სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებული გუნდები.
„რეგისტრაციის შემდეგ (28 თებერვლიდან – 15 აპრილამდე) დაგიკავშირდებით საორგანიზაციო გუნდი და დარეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის ჩატარდება სხვა და სხვა სესიები და მათ გაეწევათ შესაბამისი მონიტორინგი. ამის შემდეგ საორგანიზაციო ჯგუფი განიხილავს შემოსულ იდეებს, ჯამში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეირჩევა 10 ინოვაციური იდეა, რომელიც პროექტის დასკვნით ეტაპზე 60 წამიანი ვიდეო მოხსენების სახით წარდგენილი იქნება ჯერ პროექტის ეგიდით გამართულ კონკურსში საქართველოს მასშტაბით, ხოლო იქ გამარჯვებული ჩაერთვება მთლიანად პროექტის მასშტაბით გასამართ კონკურსში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან. ასევე პროექტის მასშტაბით გამოვლინდება ერთი გამარჯვებული ე.წ. ხალხის რჩეულის კატეგორიაში“, – ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიდი იდეების კონკურსი 2022“-ის მთავარი ამოცანაა სტუდენტური იდეების გენერაცია და შემდგომ მისი პრაქტიკული აღსრულება ინკუბაციის და პროფესორ-მასწავლებლებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით; ინოვაციების და კრეატიული ბიზნეს იდეების წახალისება; საუნივერსიტეტო გარემოში მეცნიერული კვლევის შედეგების კომერციალიზაციისადმი ინტერესის გაღვივება; იმ პირის/ების დახმარება, რომლებსაც ინოვაციური და კრეატიული იდეები აქვთ, მაგრამ მათ განსახორციელებლად არ გააჩნიათ საკმარისი ნოუ-ჰაუ და ფინანსური საშუალებები.
განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. მეტი ინფორმაცია იხ.
პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა დეპარტამენტის მიერ და ის კოორდინაციაშია სტუ-ს და კილის უნივერისტეტის ადმინისტრაციებთან. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ- ს ინოვაციების ცენტრი.
პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოს მიერ.