„ყველამ იცის, რომ ხალხი ზღვაა, ერთი რომ დაიგრიალოს, ძალა და დიდება მისია, წინ ვერავინ დაუდგება..“

ილია ჭავჭავაძის ჩანაწერებიდან…
“საწყალი ხალხი! ვინც არა მგონია, გამოტყვრება და მისის სახელით, ვინ იცის, რას არ ჰსჩადის. რა არ მომხდარა ქვეყნიერებაზედ ხალხის სახელითა და ხალხისავე დასაღუპავად? ხალხს, ე. ი. დაბალს ხალხს, რომელიც ყოველს ქვეყანაში შეადგენს უმრავლესობას, აქამდისინ თითქმის არავითარი ნამდვილი მონაწილეობა არ მიუღია საპოლიტიკო ცხოვრებაში: იგი ყოველდღე შიმშილს ებრძვის და ლუკმაპურის მოპოვებაში ატარებს თავის სიცოცხლეს. ხალხი – ეს თავი და ბოლო ისტორიისა – ჩვეულებრივად ჩუმად არის და მხოლოდ მაშინ ამოიღებს ხოლმე ხმას, როდესაც მართლა, დიდი გაჭირვება მიადგება კარს, როდესაც სულის ამოხდაზედ მივარდება საქმე. ხალხი ადგილ-ადგილ ისეთს მდგომარეობაშია ჩაყენებული მმართველთაგან, რომ მისი ფიქრი, მისი დრო, მისი ზრუნვა ძლივძლივობით თუ ჰყოფნის ლუკმაპურის შოვნის საჭიროებასა… ხალხი თუმც ჩუმათ არის, თუმცა ხმა გაკმენდილია, მაგრამ ყველამ იცის, რომ იგი ზღვაა, ერთი რომ დაიგრიალოს, ძალა და დიდება მისია, წინ ვერავინ დაუდგება. ყველა ჰგრძონს ამ დაძინებულს და მიფარებულს ძალასა და დიდებას და ამიტომ ყველა ეფერება ხალხს. ამიტომ ყოველს შემთხვევაში მის სახელსა ხმარობენ და მისის სახელით მოქმედობენ. ესე იქცევიან კარგის მოსურნენიც და ავიცა.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები