“ჩვენ ვიცით ის, თუ როგორი დიდი ტკივილია მათთვის ეს ყოველივე და ვიცით როგორი გზა გამოიარეს..”

რამდენიმე დღეა რაც ქართველი მუსიკოსი Noko Noko და მოგზაური, ბლოგერი სოსო ნებიერიძე უკრაინა- პოლონეთის საზღვარზე არიან და ჩვენი ქვეყნის სახელით იქ მყოფ პატარებს ტკბილეულითა და სხვა საჭირო ნივთებით ამარაგებენ, სოციალურ ქსელში Noko Noko ემოციურ სტატუსს აქვეყნებს : “საქართველოს სახელით მე და Soso Around The World ვიმყოფებით და ვდგავართ პოლონეთი უკრაინის საზღვარზე (მედიკა). ვუხალისებთ თითოეულ პატარა ბავშვს შეძლებისდაგვარად დამწუხრებულ წუთებს და მათ სახეს ღიმილს ვანიჭებთ … როდესაც გვეკითხებიან თუ რატომ ვართ ჩვენ ამხელა გზაზე ჩამოსულები,პასუხად ხვდებათ  ჩემს მაისურზე –  არსებული წარწერა “I Am From Georgia and my country is occupied by russia “ (“მე საქართველოდან ვარ და ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ”) და ხვდებიან იმას, რომ ჩვენ ვიცით ის, თუ როგორი დიდი ტკივილია მათთვის ეს ყოველივე და ვიცით როგორი გზა გამოიარეს..”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები