,,სიყვარულის გარეშე ნებისიერი საქმის კეთება რთულია, მას ჩემთვის მამოძრავებელი ძალა აქვს“ – ქართველი ემიგრანტის art თერაპია

,,ემიგრანტული ამბების“ სტუმარი გერმანიაში მცხოვრები ხელოვანი ნინო ბაშარულია. ის ქალაქ მიუნხენში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ევროპაში 2001 წელს, სტუდენტური გაცვლითი პროგრამით მოხვდა. მოგვიანებით დაოჯახდა და გერმანიაში დაფუძნდა.

ამჟამად, ნინო მიუნხენის აკადემიაში არტ-თერაპიას ეუფლება. როგორც ინტერვიუში ამბობს, ამ პროფესიამდე ხელოვნების და ხატვის სიყვარულმა მიიყვანა, რაც ბავშვობიდან მოჰყვება. საყვარელ საქმეს დღემდე არ ღალატობს, ხშირად გამოფენებშიც მონაწილეობს (მათ შორის, ჰქონდა პერსონალური გამოფენებიც) და ცოდნასა და გამოცდილებას სხვებსაც სიამოვნებით უზიარებს.

სამი წელი საჯარო სკოლაშიც მუშაობდა, პატარებთან საქმიანობა მომავალშიც განაგრძო. 2018 წელს, “Kids of magic city”-ის 4 დღიანი ვორქშოპით, ქართული სათვისტომოს პროექტის “multifliCity”-ის ფარგლებში ჩაერთო და ემიგრანტ ქართველ ბავშვებთან ერთად იმუშავა. პროექტი დაგვირგვინდა მიუნხენის Gasteig  ფილარმონიაში გამოფენით.

ნინომ ხატვის მოყვარულთათვის პანდემიის პერიოდში, სოციალურ ქსელში დახურული ჯგუფიც შექმნა. ყოველკვირეულად პირდაპირ ეთერში მათთვის ხატავდა და მიმართვით  “დარჩი სახლში” შემოქმედებით პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებდა. ამით სხვა ადამიანებს და საკუთარ თავსაც ინსპირაციასა და სტიმულს აძლევდა. გაიცანით უფრო ახლოს ნინო ბაშარული ვიდეობლოგში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები