გამოფენა “ახალი სიცოცხლე მუზეუმის კოლექციას”
14 იანვარს, 16:00 საათზე, უფლისწულ ნიკო დადიანის რეაბილიტირებულ სასახლეში იმართება პირველი გამოფენა – “ახალი სიცოცხლე მუზეუმის კოლექციას”.
თემა: 2018-2021 წლებში რესტავრირებული ნივთები, დადიანთა კოლექციიდან.
“დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ყოფა-ეთნოგრაფიის ნიმუშები იხილონ.
ესენია: ფერწერა, გრაფიკა, გრავიურა, ფრაჟესა და იარაღების კოლექცია. ასევე, ნაქარგობანი.
პარალელურად გამოიფინება სარესტავრაციო ნივთები, ცხენოსნობასთან დაკავშირებული, რათა დამთვალიერებელმა შეაფასოს რესტავრატორის შრომა თუ როგორ უბრუნებს ახალ სიცოცხლეს ძველ ნივთებს”, – ნათქვამია დადიანების სასახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა 2022 წლის 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
დასწრება თავისუფალია.