საქართველოს სამთო კურორტები 15 საერთაშორისო ინფლუენსერს უმასპინძლებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციიათ, 19 იანვარს, საქართველოს სამთო კურორტები 15 საერთაშორისო ინფლუენსერს უმასპინძლებს.

პროექტი ამერიკულ სოციალურ ქსელთან, Steller-თან თანამშრომლობით იგეგმება.

„Steller-ი ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს მოგზაურობასთან დაკავშრებული გამოცდილების გაზიარების ახლებურ გზას სთავაზობს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2021 წელს  “Steller”-თან ერთად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კამპანია განახორციელა“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები