ევროპელი მაყურებლისთვის გაცოცხლებული კოლხი მედეა და ოქროს საწმისი-  პროექტი ქართველი და ფრანგი არტისტების მონაწილეობით

ვიდეობლოგის სტუმარი ქართულ-ფრანგული ასოციაცია TAM’ART-ის დამფუძნებელი, პანტომიმის რეჟისორი და მსახიობი თამარ ლოჩოშვილია. ის გვესაუბრება საინტერესო პროექტზე, რომელიც საფრანგეთში განხორციელდა.

ქორეოგრაფიული ვიდეო პერფორმანსი ,,მედეა კოლხეთის დედოფალი”, ქართველი და ფრანგი არტისტების მონაწილეობით დაიდგა. ინტერნაციონალური თეატრალური  ასოციაციის პროექტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ განხორციელდა.

სპექტაკლის თემა ოქროს საწმისი და კოლხი მედეაა. ის რამდენიმე მოკლე ვიდეო რგოლისგან შედგება და თითეული მათგანი წარმოგვიდგენს მედეას ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს. პირველი ვიდეო რგოლის გადაღება ლევილის ქართული მამულის ეზოში შედგა და სიმბოლური დატვირთვა შეიძინა. პროექტის ავტორმა პერფორმანსისათვის ქართველი ემიგრანტი მუსიკოსის ივანე ჩიხლაძის მიერ შექმნილი თანამედროვე მუსიკა გამოიყენა. მორიგი გადაღებები საქართველოში იგეგმება…

,,მედეას თემა საშუალებას გვაძლევს, წარმოვაჩინოთ საქართველო, როგორც უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყანა. წინ წამოვწიოთ ემიგრაციის პრობლემები, რომელიც დღესაც ასე აქტუალური და ტკივილიანია. ამავე დროს, სპექტაკლი აშუქებს ფემინისტურ საკითხებს. როგორ შეიძლება, ისეთი ძლიერი ქალიც კი, როგორიც მედეაა, რომელსაც შეუძლია ბრძოლა სიყვარულისთვის, თავისუფლებისთვის, საკუთარი უფლებებისთვის, გადაიქცეს საზოგადოების მსხვერპლად. ეს არის სპექტაკლი სიყვარულსა და სიძულვილზე, ერთგულებასა და ღალატზე, თავგანწირვასა და ამბიციურობაზე. სიმართლესა და ცილისწამებაზე. სიკეთესა და სისასტიკეზე…“ – ამბობს თამარ ლოჩოშვილი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები