ნიუ-იორკის ყველაზე დიდი და პრესტიჟული ფრანგული რესტორნის ქართველი მენეჯერი – ანრი ჭანტურიას წარმატებული სტარტი მეგაპოლისში

La Grande Boucherie პოპულარული ფრანგული რესტორანია ნიუ-იორკის გულში მანჰეტენზე, რომელსაც სტუმრები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჰყავს. ის სიდიდით ყველაზე დიდი რესტორანია მეგაპოლისში. პრესტიჟული დაწესებულება სტუმრების ყურადღებას ულამაზესი არქიტექტურითაც იპყრობს. მფლობელი მაკედონიელია, მენეჯერი კი ქართველი. ახალგაზრდა, ენერგიული ანრი ჭანტურიასთვის ეს ჯერ სტარტია. ის 27 წლისაა და უკვე ტოპ მენეჯმენტში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.

ანრიმ ცოტა ხნის წინ, სწავლა ნიუ-იორკის კულინარიის ინსტიტუტში დაასრულა (Institute of Culinary Education) და გამოცდილების დაგროვებას შეუდგა. ქარიზმატულ და მიზანდასახულ ახალგაზრდას წინ საინტერესო გეგმები აქვს, არ არის გამორიცხული მალე სტუმრები მეგაპოლისში, საკუთარ რესტორანშიც მიღოს.

დამღლელი, უძილო ღამეებით და სტრესით სავსე დღეები, მაგრამ საინტერესო საქმე – ასე აფასებს საკუთარ პროფესიას ახალგაზრდა მენეჯერი, რომლის პასუხისმგებლობის ქვეშ 150 ადამიანია და გვიმხელს თავისებურებას, რაც მეგაპოლისში სარესტორნე ბიზნესში მოღვაწეობას ახასიათებს.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები