ლონდონში ლევან კოღუაშვილის ფილმის „მეოთხე ბრაიტონი“ ჩვენება გაიმართა
29 ნოემბერს, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის,სოფიო ქაცარავას მხარდაჭერით ლონდონში კინო-თეატრში “Gate Picturehouse” ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის უახლესი ფილმის “მეოთხე ბრაიტონი” ჩვენება გაიმართა.აღსანიშნავია, რომ ფილმი 2022 წლის „ოსკარზე“ საქართველოდან საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი.
ფილმის ჩვენებამდე სტუმრების წინაშე ვიდეო მიმართვით წარდგა ჯეიმს ბონდის ბოლო სერიის „No Time To Die” რეჟისორი კერი ფუკუნაგა, რომელმაც ლევან კოღუაშვილის მიღწევებზე ისაუბრა, ხოლო ჩვენების შემდეგ ცნობილმა ბრიტანელმა პროდიუსერმა თრეისი სკოფილდმა ქართველ რეჟისორთან ფილმის განხილვის სესია გამართა.
ღონისძიება ბრიტანულ-ქართული საზოგადოების ორგანიზებითა და საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა, რომლის დასასრულს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.