ვინ არის ნიუ-იორკის პრესტიჟული მოდის კვირეულების ქართველი არტდირექტორი და პროდიუსერი, რომელიც ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს

ვიდეობლოგის სტუმარი დიმიტრი ჩხეიძეა იგივე დიმიტრი მანუელი, სწორედ ასე იცნობენ ამერიკაში მაღალი მოდის სამყაროში მას. დიმიტრი ნიუ-იორკში, ოთხი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მოდის კვირეულის: New York Fashion Week, Couture Fashion Week, Style Fashion Week, World Fashion Parade არტდირექტორია, ასევე მანჰეტენის სამოდელო სკოლისა და მოდის სახლის მფლობელი და პროდიუსერი.

ქართველ არტდირექტორს საკუთარი შოუების ორგანიზებას ისეთი ბრენდები ანდობენ როგორიც არის მაგალითად Calvin Klein, Dolce&Gabbana, Brandon Maxwell, Paul Walker და ამ სფეროში სხვა წამყვანი სახელები. მან მოახერხა ევროპაში დაგროვილი დიდი გამოცდილება და დასახული მიზნები სწორად წარემართა და ამერიკული მოდის ინდუსტრიაში საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა.

დიმიტრი ბოლო 3 წლის მანძილზე, ახალი მიმართულებითაც შეუდგა მუშაობას, საკუთარი პარფიუმი შექმნა, რომელიც ამერიკულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა და მომხმარებლებში დიდი წარმატებითაც სარგებლობს.

როგორ შეძლო პროფესიით ექიმმა სრულიად განსხვავებულ სფეროში თავის პოვნა და როგორია მისი გეგმები – ნახეთ ვიდეო ინტერვიუ.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები