ვარშავაში, მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ვერიკო ჭუმბურიძის კონცერტი გაიმართა
25 ნოემბერს, ვარშავის ეროვნული ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რიგით III საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ეუფონიე“ ფარგლებში, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა საქართველოს საელჩოს საპატიო პატრონაჟი, გაიმართა ჰენრიკ ვენიავსკის სახელობის მევიოლინეთა XV საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულის, ვერიკო ჭუმბურიძის კონცერტი.
გამოჩენილი ქართველი მევიოლინე სცენაზე წარსდგა ესტონეთის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რომელსაც დირიჟორობდა ოლარი ელტსი. კონცერტმა წარმატებით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებას დაესწრო პოლონეთში საქართველოს საელჩო სრული შემადგენლობით, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.