ქართველი დიზაინერის წარმატებული სტარტი ევროპაში და ჩვენება პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეში

ვიდეობლოგის სტუმარი ესპანეთში მცხოვრები ქართველი დიზაინერი აკო ზაზარაშვილია. ოქტომბრის ბოლოს მადრიდში, სასტუმრო “Four Seasons”-ში, პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეში გაიმართა მის მიერ შექმნილი ნამუშევრების ჩვენება. ფართო საზოგადოებამ ხელოვანის ახალი კოლექცია სახელით ,,აბრეშუმის მჭედელი” იხილა.

2 წლის იყო პირველი კაბა რომ დახატა, 18 წლისამ პირველი დეფილეც მოაწყო… ევროპაში კი, ფართო საზოგადოების წინაშე, საკუთარი ნიჭის დემონსტრაცია სულ ცოტა ხნის წინ შეძლო. დეფილე წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენებას საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა ესპანურ მედიაში, ქართველ დიზაინერს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მოდის ექსპერტებმა უკვე უწოდეს ახალი ალექსანდერ მაქ ქვინი “the new Alexander McQueen”.

აკო 13 წლიდან, ოჯახთან ერთად, ესპანეთში ცხოვრობს. ხელოვნების სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა უნივერსიტეტშიც მოდისა და ხელოვნების მიმართულებით განაგრძო, სადაც ეტაპობრივად ყალიბდებოდა როგორც პროფესიონალი. ამ დროის მანძილზე მან უკვე შექმნა რამდენიმე კოლექცია.

რა მასალა შემოიტანა მოდის ინდუსტრიაში პირველად და რატომ იყო მისი ნამუშევრის ფოტო, ერთი თვის მანძილზე, მადრიდის ქუჩებში გამოფენილი – ნახეთ ინტერვიუ.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები